logo
ENG



არის თუ არა ჩვენი ხშირი შეხების არეალში კორონავირუსი - დროების ექსპერიმენტი

14 ივნ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ძალიან რთულია წინასწარმეტყველება, როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება გვექნება საქართველოში შემოდგომაზე. ეს თემა დარჩება უაღრესად აქტუალურად ჩვენი და მსოფლიო საზოგადოებისთვის, მანამ ვირუსით გამოწვეული საფრთხეების კონტროლის ქმედითი მექანიზმები არ იარსებებს.

კოვიდ 19-ის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში სხვადასხვა მოსაზრება ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ვირუსის გადადება.

დადასტურებულია და ვიცით, ის რომ ვირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ კოვიდ 19-ის ვირუსი სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცხლობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვირუსი, მაგალითად, თქვენს სამუშაო მაგიდაზეა და თქვენ ამ მაგიდის ზედაპირს ხელით შეეხებით, იზრდება რისკი იმისა, რომ თქვენ დაინფიცირდებით.

"დროებამ" ჩაატარა ექსპერიმენტი და ზედაპირებიდან ნიმუშები აიღო იმის შესამოწმებლად, არის თუ არა ჩვენი ხშირი შეხების არეალში კორონავირუსი. რა შედეგი აჩვენა ექსპერიმენტმა და რამდენად ვიცავთ ქალაქში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო წესებს, ნახეთ „დროების“ მიერ ორგანიზებულ ექსპერიმენტში. 


close დახურვა